ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 47 წლის მამაკაცია მოთავსებული.
პაციენტი სენაკიდანაა. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.
„47 წლის მამაკაცს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხი სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.