ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ორივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ისინი ბოქსირებულ პალატებში იყვნენ მოთავსებულები.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდნენ 51 წლის მამაკაცი, ასევე 74 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარ კვლევისთვის იყო გაგზავნილი. საბედნიეროდ, მათ „კოვიდ 19“ არ დაუდგინდათ. ორივე პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.