ფოთის ჰოსპიტალში ორ პაციენტს „პისიარ“-კვლევა ჩაუტარდება
ფოთის ჰოსპიტალში ორ პაციენტს „პისიარ“-კვლევა ჩაუტარდება

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. ერთი მათგანი ფოთის მცხოვრებია, მეორე კი, ლანჩხუთელია.

პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 71 წლის პაციენტი ფოთიდან და 39 წლის პაციენტი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“-კვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.