ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.
„ოთხივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. ისინი დღესვე გაეწერებიან კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.