ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 35 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 35 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.
„35 წლის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხი უკვე ცნობილია. მას „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.