ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 31 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 31 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, ის აზერბაიჯანის მოქალაქეა.
მამაკაცს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ის ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა.
„31 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.