ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით შეყვანილ 17 წლის ბიჭს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. იგი ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა 17 წლის ბიჭი ფოთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი. საბედნიეროდ, მას „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. ცოტა ხნის წინ იგი გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.