ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 10 წლის ბავშვს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება
ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 10 წლის ბავშვს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 10 წლის ბავშვია მოთავსებული. ის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„10 წლის ბიჭს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მის ბიოლოგიურ მასალას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხვალ დილით გავგზავნით.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.