ფოთის ჰოსპიტალში გამოკვლეულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა სამი პაციენტი. 18 წლის ქალი, ასევე 19 წლისა და 62 წლის მამაკაცები. ისინი მოთავსებული იყვნენ ბოქსირებულ პალატებში და ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად,
ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.