ფოთის ჰოსპიტალში ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია
ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში წალენჯიხიდან საეჭვო სიმპტომების მქონე 38 წლის პაციენტია შეყვანილი. ექიმების განცხადებით, მას მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, პაციენტი ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდანაა.
„პაციენტს აქვს ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი. იგი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. მას უტარდება შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდ ანამნეზიიდან ირკვევა, რომ ეს პაციენტი არის დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებიდან. გამოძახებული არიან ეპიდემიოლოგები, მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება და იგი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.