ფოთის ჰოსპიტალში ერთ წლამდე ასაკის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ე.წ. ცხელების კლინიკაში ერთ წლამდე ასაკის ბავშვს კორონავისურუსი არ დაუდასტურდა.
კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, ბავშვის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ტესტირებისათვის.
„მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. საბედნიეროდ, ბავშვს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.