ფოთის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ ერთ პირს კი, ტესტს ხვალ ჩაუტარებენ
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე 64 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ცოტა ხნის წინ კი, კლინიკაში შეიყვანეს კიდევ ერთი პაციენტი, 17 წლის ბიჭი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. იგი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა 64 წლის ქალი ფოთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი. საბედნიეროდ, მას „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ის ხვალ დაიტესტება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.