ფოთის ეპარქიაში სააღდგომო წირვა, ღამის ნაცვლად, კვირას, დილის შვიდ საათზე დაიწყება
ფოთის ეპარქიაში სააღდგომო წირვა არა ღამით, არამედ დილის შვიდ საათზე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ფოთისა და ხობის მიგროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააკეთა.
„ფოთის ეპარქიაში, ყველგან, წირვა ჩატარდება დილის შვიდ საათზე. მე პირადად მონასტერში ვიქნები. სააღდგომო მსახურებას მონასტერში შევასრულებ რამდენიმე ადამიანთან ერთად“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, მეუფე გრიგოლმა კომენტარი გააკეთა „მოამბის“ ეთერში პაატა იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრთხე რეალურია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული ადამიანი, „არ შეიძლება არ დავუჯეროთ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან“.