ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკის სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკის სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ე.წ. ცხელების კლინიკის სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკა უკვე დატოვეს.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურა. ესენი არიან – ოთხი წლის გოგონა ოზურგეთიდან, ცხრა თვის ბავშვი ფოთიდან და 43 წლის მამაკაცი ასევე ფოთიდან. პაციენტებს აღენიშნებოდათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები. მათი სინჯის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში განხორციელდა. სამივე პაციენტი უკვე გავწერეთ“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.