ფოთის „ცხელების კლინიკაში“ საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, ბიოლოგიური მასალა აუღეს.
ნიმუშების კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“-ტექნოლოგიით მოხდება.
„პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ველოდებით კვლევის პასუხებს“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.