ფოთის „ცხელების კლინიკაში“ კორონავირუსის სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის „ცხელების კლინიკაში“ ხუთი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში არიან გადანაწილებულები.
როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილიმა განაცხადა, პაციენტთა ანალიზების გაგზავნა ლაბორატორიაში დღეს იგეგმება.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 65 და 67 წლის ქალები და 71 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე, ერთი და სამი წლის გოგონები ურეკიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება და რესპირატორული სიმპტომები. მალე მოხდება მათი დატესტვა და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.