ფოთის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი ცხრა თვის ბავშვია
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა პაციენტი იმყოფება.
ისინი ბიქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულნი.
ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
პაციენტთაგან ექვსი პირის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.
„ახლა მიმდინარეობს სამი პაციენტის დატესტვის პროცესი. ექვსი მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ამჟამად ფოთის „ცხელების კლინიკაში“ იმყოფებიან 75 და 60 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და ცხრა თვის გოგონა ფოთიდან. საღამოს კიდევ დაგვემატა 87 წლის კაცი ლანჩხუთიდან, ჩვენს კლინიკაში იმყოფება წლის და 11 თვის ბიჭუნაც ფოთიდან“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.