ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში პაციენტების რიცხვი ორით გაიზარდა. ახლა ცენტრში შვიდი პაციენტია მოთავსებული. ისინი ფოთიდან, ქობულეთიდან და ოზურგეთიდან არიან. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღის პირველ ნახევარში შემოსულ ხუთ პაციენტს ტესტები უკვე აუღეს. რაც შეეხება საღამოს შემოსულებს, უკვე გამოძახებულია ეპიდემიოლოგიური სამსახური და გადაწყდება მათი ანალიზის საკითხიც“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.