ფოთის ცხელების ცენტრში 40 წლის მამაკაცს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება
ფოთის ცხელების ცენტრში 40 წლის მამაკაცს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე 40 წლის მამაკაცია მოთავსებული. ის ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 40 წლის მამაკაცი ლანხუთიდან. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ხვალ გავაგზავნით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.