ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. ესენი არიან 48 წლის ქალი და 16 წლის მოზარდი ლანჩხუთიდან, ასევე 33 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან.
„48 წლის ქალი დილით ადრე შემოვიდა კლინიკაში, მისი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია. დანარჩენი ორი პაციენტის ანალიზი ხვალ გაიგზავნება. ჩვენი ყველა თანამშრომელი, მედპერსონალი კორონავირუსზე დატესტილია და ყველას პასუხი უარყოფითია. მომდევნო გეგმური დატესტვა 14 დღის შემდეგ იქნება, რადგან რეგულაციის მიხედვით, ცხელების და კოვიდკლინიკებში მომუშავე თანამშრომლები ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა შემოწმდნენ“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.