ფოთის ახალი მერი გოჩა კურდღელია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. მერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს ნდობისათვის და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე პრიოროტეტულ საკითხებზე დაიწყებს მუშაობას.
„ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ქალაქის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაა. 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობა ითხოვს ჩვენგან“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
გოჩა კურდღელიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ფოთელი ამომრჩევლის ხმათა 55.14 % პროცენტი მიიღო.