ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში 3 300-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3 300-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო ამომრჩევლის 7,97%-ია.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, ამ დროისთვის საოლქოში ხუთი საჩივარია შესული, რომელიც ძირითადად, გარე აგიტაციას, ფოტოების გადაღებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაძევებასა და წილისყრის პროცედურების დარღვევას ეხება. მისივე განმარტებით, ეს არჩევნების პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.