ფოთიდან ზუგდიდის ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი ოთხი პირის ანალიზის პასუხები უარყოფითია
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი ოთხი პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
აღნიშნული პირები ერთ-ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის შესაძლო კონტაქტები არიან.
„აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით განხორციელდა. ოთხივე პირის ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნა კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.