ფოთიდან ზუგდიდის ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი ოთხი პირის ანალიზის პასუხები უარყოფითია

22:35, 08.06.2020

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი ოთხი პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

აღნიშნული პირები ერთ-ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის შესაძლო კონტაქტები არიან.

„აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით განხორციელდა. ოთხივე პირის ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნა კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი