ფოთიდან ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 18 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 18 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს 18 პირს ჩაუტარდა კვლევა. აქედან ოთხი მებაჟე, ორი მედიკოსი, 12 კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელია. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.
ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.