ფოთიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 24 პირის ტესტის პასუხები უარყოფითია
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„გაგზავნილი ანალიზებიდან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხუთი კი, თბილისში ერთ-ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტებია. კვლევის პასუხები უკვე მივიღეთ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.