ფოთიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 24 პირის ტესტის პასუხები უარყოფითია

00:06, 03.06.2020

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„გაგზავნილი ანალიზებიდან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხუთი კი, თბილისში ერთ-ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტებია. კვლევის პასუხები უკვე მივიღეთ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი