„ფორსაჟი 9“-ის გადაღების გამო, პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„ფორსაჟი 9“-ის გადაღების გამო, პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფილმ „ფორსაჟი 9“-ის გადაღების გამო, პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„Universal Studio-ს მიერ მიმდინარე ფილმ „ფორსაჟის“ (Fast & Furious) მე-9 სერიის გადაღების ფარგლებში საჭიროა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთის დროებითი ჩაკეტვა, 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“,- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.