„ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
„ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ველიჯანაშვილმა პროცესზე ბრალი აღიარა.

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ველიჯანაშვილმა შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისგან, ოპერატორისა და მისი ასისტენისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, მან სამივე პირს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ველიჯანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 18 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.