პირველი არხის ჟურნალისტს „ქართული მარშის“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით ნემსაძე საქმიანობაში ხელს უშლის [ვიდეო]

„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით ნემსაძემ პირველი არხის ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა.

როდესაც ჟურნალისტ ლიკა ალელიშვილს „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, აქციის მონაწილე დავით ნემსაძე მას ეუბნებოდა – „ძალიან ბევრჯერ შეგხვდები და საზოგადოებას შენ ნამდვილ სახეს ვაჩვენებ“.

იგივე გაგრძელდა პირველი არხის ფეისბუქ ლაივის დროსაც.