ფორმულა 1-ში 2018 წლის განრიგი დადგინდა
ფორმულა 1-ში 2018 წლის განრიგი დადგინდა

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ფორმულა 1-ში 2018 წლის სეზონის სრული განრიგი. ადრე დაანონსდა, რომ ყველა რბოლა არა საათის დასაწყისში, არამედ 10 წუთზე დაიწყებოდა. ეს გაკეთდა ტელეკომპანიების ინტერესებში, რომლებიც იწყებდნენ ტრანსლიციას ზუსტად საათის დასაწყისიდან და არ აძლევდნენ საშუალებას მაყურებელს ეგრძნოთ წინასასტარტო ატმოსფერო.

გარდა ამისა, ევროპული ეტაპების დიდი ნაწილის დაწყების დრომ ერთი საათით წინ გადაიწია. კვლევამ აჩვენა, რომ რბოლების უფრო გვიან დაწყება ტელეეკრანებთან უფრო მეტი მაყურებლის მოზიდვის საშუალებას იძლევა.

ფორმულა 1-ში 2018 წლის სეზონის სრული განრიგი (მითითებულია თბილისის დრო:

25 მარტი, 09:10 – ავსტრალიის გრანპრი
8 აპრილი, 19:10 – ბაჰრეინის გრანპრი
15 აპრილი, 10:10 – ჩინეთის გრანპრი
29 აპრილი, 16:10 – აზერბაიჯანის გრანპრი
13 მაისი, 17:10 – ესპანეთის გრანპრი
27 მაისი, 17:10 – მონაკოს გრანპრი
10 ივნისი, 22:10 – კანადის გრანპრი
24 ივნისი, 18:10 – საფრანგეთის გრანპრი
1 ივლისი, 17:10 – ავსტრიის გრანპრი
8 ივლისი, 17:10 – ბრიტანეთის გრანპრი
22 ივლისი, 17:10 – გერმანიის გრანპრი
29 ივლისი, 17:10 – უნგრეთის გრანპრი
26 აგვისტო, 17:10 – ბელგიის გრანპრი
2 სექტემბერი, 17:10 – იტალიის გრანპრი
16 სექტემბერი, 16:10 – სინგაპურის გრანპრი
30 სექტემბერი, 15:10 – რუსეთის გრანპრი
7 ოქტომბერი, 09:10 – იაპონიის გრანპრი
21 ოქტომბერი, 22:10 – აშშ-ის გრანპრი
28 ოქტომბერი, 23:10 – მექსიკის გრანპრი
11 ნოემბერი, 21:10 – ბრაზილიის გრანპრი
25 ნოემბერი, 17:10 – აბუ დაბის გრანპრი.