ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2017 წლის სეზონში საუკეთესო გასწრების ავტორად “რედ ბულის” წევრი დანიელ რიკარდო გამოაცხადა.
ავსტრალიელმა პილოტმა 25 ივნისს, აზერბაიჯანის გრანპრის დროს, ტრასის მოკლე მონაკვეთზე სამ მეტოქეს გაუსწრო – ლენს სტროლს, ნიკო ჰიულკენბერგსა და ფელიპე მასას, რის შემდეგაც, რბოლის მოგება მოახერხა.
სწორედ ეს მანევრი აღიარეს ყველაზე სანახაობრივად წლევანდელ სეზონში.
28 წლის რიკარდომ ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.