ფორმულა 1-მა წლის საუკეთესო გასწრება გამოავლინა

19:14, 10.12.2017

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2017 წლის სეზონში საუკეთესო გასწრების ავტორად “რედ ბულის” წევრი დანიელ რიკარდო გამოაცხადა.

ავსტრალიელმა პილოტმა 25 ივნისს, აზერბაიჯანის გრანპრის დროს, ტრასის მოკლე მონაკვეთზე სამ მეტოქეს გაუსწრო – ლენს სტროლს, ნიკო ჰიულკენბერგსა და ფელიპე მასას, რის შემდეგაც, რბოლის მოგება მოახერხა.

სწორედ ეს მანევრი აღიარეს ყველაზე სანახაობრივად წლევანდელ სეზონში.

28 წლის რიკარდომ ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

მსგავსი