ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების ახალი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საფეხბურთო გუნდებს შორის ლიდერობა დაკარგა.
„იუნაიტედის“ ღირებულება 4.12 მილიარდი დოლარიდან 3.81 მილიარდამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სიას ის სათავეში აღარ უდგას.
აღსანიშნავია, რომ ათეულში მხოლოდ ეს ინგლისური გრანდი, ასევე რეალ მადრიდი და ბარსელონა არიან, საუკეთესო 50-ს შორის კი, მათ გარდა, ასევე ვხვდებით მიუნხენის ბაიერნს, მანჩესტერ სიტის, ჩელსის, არსენალსა და ლივერპულს.
ფორბსის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. დალას ქაუბოისი (ამერიკული ფეხბურთი) – $5 მლრდ
2. ნიუ იორკ იანკისი (ბეისბოლი) – $4.6 მლრდ
3. რეალ მადრიდი (ფეხბურთი) – $4.24 მლრდ
4. ბარსელონა (ფეხბურთი) – $4.02 მლრდ
5. ნიუ იორკ ნიკსი (კალათბურთი) – $4 მლრდ
6. მანჩესტერ იუნაიტედი (ფეხბურთი) – $3.81 მლრდ
7. ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (ამერიკული ფეხბურთი) – $3.8 მლრდ
8. ლოს ანჯელეს ლეიკერსი (კალათბურთი) – $3.7 მლრდ
9. გოლდენ სტეიტ უორიორსი (კალათბურთი) – $3.5 მლრდ
10. ლოს ანჯელეს დოჯერსი (ბეისბოლი) / ნიუ იორკ ჯაიენტსი (ამერიკული ფეხბურთი) – $3.3 მლრდ