„ფოქს ნიუსი“ - წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებს კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ხმა სჭირდებათ
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, რესპუბლიკელებს კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ხმა სჭირდებათ.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს წარმომადგენელთა პალატაში 217 მანდატი ექნებათ, დემოკრატებს კი 205. უმრავლესობის მოსაპოვებლად კონგრესის ქვედა პალატაში 218 ხმის მოპოვებაა საჭირო. თუ რესპუბლიკლები წარმომადგენლეთა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ, მაშინ ნენსი პელოსის თავმჯდმარის პოსტზე რესპუბლიკელი კონგრესმენი შეცვლის.
„გარდიანის“ ცნობით, ამ თანამდებობის დასაკავებლად კევინ მაკარტი იბრძვის. ამასთან ერთად, კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლის მოპოვებით რესპუბლიკელებს შესაძლებლობა ექნებათ, აშშ-ის პრეზიდენტის საკანონმდბელო ინიციატივების დამტკიცებას წინააღდმეგობა გაუწიონ.