„ფოქს ნიუსი“ - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი რესპუბლიკელი მაიკ უოლცი იქნება
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რესპუბლიკელი მაიკ უოლცი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაიკ უოლცი აშშ-ის არმიის სპეცრაზმის, „მწვანე ბერეტების“ ვეტერანია, იგი მსახურობდა ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
2019 წლიდან მაიკ უოლცი წარმოადგენს კონგრესის ოლქს პალატაში, სადაც არის შეიარაღებული ძალების, საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტების წევრი.
მაიკ უოლცი კონგრესში განსაკუთრებული აგრესიული პოზიციით გამოირჩევა, როდესაც საქმე ჩინეთს ეხება. ის არის წარმომადგენელთა პალატის ჩინეთის სამუშაო ჯგუფის წევრი და ამტკიცებს, რომ აშშ არასაკმარისად არის მომზადებული რეგიონში კონფლიქტის შემთხვევაში. როგორც კონგრესის ბევრმა რესპუბლიკელმა, უოლცმაც გააკრიტიკა აშშ-ის დახმარება უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში. 4 ნოემბერს NPR-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ბერკეტები“, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა არ საჭიროებს სენატის მხრიდან დადასტურებას.