შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში სპეცოპერაციას ატარებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შსს-ში ასევე ადასტურებენ, რომ ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საპოლიციო ღონისძიება თბილისის სხვა უბანშიც მიმდინარეობს.