ფონიჭალაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს

12:02, 12.08.2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში სპეცოპერაციას ატარებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შსს-ში ასევე ადასტურებენ, რომ ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საპოლიციო ღონისძიება თბილისის სხვა უბანშიც მიმდინარეობს.

მსგავსი