ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 22 ივლისს ანსამბლ „ბასიანისა“ და შვედი მომღერლის, სოფი ლივებრანტის კონცერტი გაიმართება
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 22 ივლისს ანსამბლ „ბასიანისა“ და შვედი მომღერლის, სოფი ლივებრანტის კონცერტი გაიმართება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 22 ივლისს, 20:00 საათზე ანსამბლ „ბასიანისა“ და შვედი მომღერლის, სოფი ლივებრანტის კონცერტი კამპანიის – #გაატარეზაფხულისაქართველოში ფარგლებში გაიმართება.

კონცერტზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებთან ერთად შვედურ ფოლკლორზე შექმნილი კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი. ასევე, შესრულდება ერთობლივი მუსიკალური ნიმუშები.

ფოლკლორის ცენტრის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ცენტრის გალერეაში ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები დაათვალიერონ. ასევე, წარმოდგენილია ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა – „ეს ჩემი საქართველოა“.

ფოლკლორის ცენტრის ეზოში კონცერტები და გამოფენები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მუსიკოსი შვედეთიდან სოფი ლივებრანტი კომპოზიტორი და მომღერალია. მუსიკოსი ათი წელია, საკუთარ სიმღერებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ქმნის მუსიკას თეატრისა და გუნდებისთვის. საქართველოში ანსამბლ „ბასიანთან“ შესახვედრად ჩამოვიდა ახალი დოკუმენტური ფილმის „secrets, dreams and borders“, გადასაღებად და ერთობლივი კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და რესტორანი „ეკო გარდენი“.