ფლორიდაში თვითმფრინავი აუტისტ ბავშვთა თერაპიის ცენტრს დაეცა. დაიღუპა ორი ადამიანი.
„ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, ორივე დაღუპული თვითმფრინავის მგზავრია. ინციდენტი ფორტ-ლოდერდეილში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომხდარის დროს ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობაში 13 ადამიანი და მათ შორის ხუთი ბავშვი იმყოფებოდა. დაშავდა ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც შენობიდან ბავშვების გაყვანას ცდილობდა. თვითმფრინავი შენობის სახურავს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარი მიზეზი ჯერ უცნობია.