ფლორიდაში თვითმფრინავი აუტისტ ბავშვთა თერაპიის ცენტრს დაეცა

15:22, 02.12.2018

ფლორიდაში თვითმფრინავი აუტისტ ბავშვთა თერაპიის ცენტრს დაეცა. დაიღუპა ორი ადამიანი.

ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, ორივე დაღუპული თვითმფრინავის მგზავრია. ინციდენტი ფორტ-ლოდერდეილში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომხდარის დროს ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობაში 13 ადამიანი და მათ შორის ხუთი ბავშვი იმყოფებოდა. დაშავდა ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც შენობიდან ბავშვების გაყვანას ცდილობდა. თვითმფრინავი შენობის სახურავს შეეჯახა და  ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარი მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი