ფლორიდაში 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ფლორიდაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“ -ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
შტატში, ბოლო 24 საათში ინფიცირების 9 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 217 ადამიანი.
ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ფლორიდაში კორონავირუსით 6 457 ადამიანი გარდაიცვალა.