ფლორიდაში 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

19:56, 29.07.2020

ფლორიდაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“ -ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

შტატში, ბოლო 24 საათში ინფიცირების 9 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 217 ადამიანი.

ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ფლორიდაში კორონავირუსით 6 457 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი