ფლორიდაში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
ფლორიდაში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. მრავალსართულიანი შენობის საცხოვრებლის ჩამონგრევიდან ხუთი დღის შემდეგ მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მაშველები სამძებრო სამუშაოებისას ამწეებს, გაწვრთნილ ძაღლებსა და ინფრაწითელ სკანერებს იყენებენ.
ამ დროისთვის უცნობია 151 ადამიანის ადგილსამყოფელი, რომლებიც შესაძლოა, ჩამონგრეულ შენობაში ყოფილიყვნენ.
მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში საუბარია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ.