ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი „იანი“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს. შედეგად, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტის თქმით, სტიქია უკვე აყენებს სერიოზულ ზიანს შტატის ინფრასტრუქტურას, მაქსიმუმს აღწევს წყლის დონე, ნეიფლსისა და ფორტ მეიერსის დასახლებები კი დაიტბორა. გაუქმებულია 2000-მდე ავიარეისი.
ამჟამად, „იანი“ ჩრდილოეთით გადაადგილდება. შაბათისთვის ის უკვე ჯორჯიის შტატს, კვირას კი – სამხრეთ კაროლინას მიაღწევს. მანამდე, ქარიშხალმა „იანიმ“ კუბას გადაუარა, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ელექტროსადენების დაზიანების გამო, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.