ფლოიდ მეივეზერი საკუთარ თავს მუჰამედ ალიზე მაღლა აყენებს #1TVSPORT
ფლოიდ მეივეზერი საკუთარ თავს მუჰამედ ალიზე მაღლა აყენებს #1TVSPORT

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ამერიკელ მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერს (50-0) მიაჩნია, რომ ის უკეთესი მოკრივე და სპორტსმენია, ვიდრე ლეგენდარული მუჰამედ ალი (56-5).

„რა კრიტერიუმით ვაფასებთ მოკრივეს? თუ ჩვენ მათზე ვმსჯელობთ რაიმე იდეის დაცვის მიხედვით, საუკეთესო, რა თქმა უნდა, ალია. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, მინიმალური დაზიანებით ვინ „მოხსნა“  ყველა რეკორდი,  მაშინ ეს ფლოიდ მეივეზერია..

მუჰამედ ალიმ გამიკვალა გზა იქამდე, სადაც ახლა ვიმყოფები. ის ლეგენდაა. მაგრამ თუ ჩვენ რეკორდებზე ვლაპარაკობთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ალიმ თავისი ტიტული წააგო მოკრივესთან (ლეონ სპინქსი), რომელსაც მხოლოდ შვიდი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული.

მაშ ასე, ეს ის ფაქტორებია, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ვუყურებთ მხოლოდ იმას, როგორ იცავს ის რაიმე იდეას. და ეს კარგია, რადგან ალის იდეისთვის რომ არ ებრძოლა, მე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. მუჰამედ ალის წინაშე ქედი უნდა მოვიხარო. მაგრამ მე ამ სპორტს 40 წელი იმისთვის არ შევწირე, რომ სხვა მებრძოლი იყოს ჩემზე უკეთესი“, – მოჰყავს მეივეზერის სიტყვები გამოცემა Bloody Elbow-ს.