ავიაკომპანია „ფლაიდუბაიმ“ 28 იანვრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფრენები დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.