ფხენიანში სამხედრო აღლუმზე ბალისტიკური რაკეტები არ გამოიყვანეს
ფხენიანში სამხედრო აღლუმზე ბალისტიკური რაკეტები არ გამოიყვანეს

ფხენიანში დღეს რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. დამკვირვებლების ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ სამხედრო აღლუმზე, გასულ წლებთან შედარებით ნაკლები რაკეტა გამოიყვანეს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები კი, საერთოდ არ იყო წარმოდგენლი.

აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას შორის იყვნენ ექიმები, ინჟინრები და სხვა პროფესიის ადამიანები. თავის გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის პარლამენტის სპიკერმა ეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრა, ხოლო ქვეყნის ბირთვული პოტენციალი საერთოდ არ უხსენებია.

აღლუმს ესწრებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, თუმცა მას მოქალაქეებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.

საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო დელეგაციები.