ფხენიანში კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის დელეგაციის შეხვედრა მიმდინარეობს
ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის მაღალი დონის დელეგაციას ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN, სამხრეთ კორეის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ეს არის კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა სამხრეთ კორეის მაღალჩინოსნებთან მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი ქვეყნის სათავეში მოვიდა.
ფხენიანში მიმდინარე შეხვედრაში სამხრეთ კორეის მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების ოფისის მეთაური და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი მონაწილეობენ. მხარეები ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის შესაძლო მოლაპარაკების გამართვის საკითხს განიხილავენ.
მოლაპარაკებების შემდეგ, სამხრეთ კორეის დელეგაცია ვაშინგტონში გაემართება და ამერიკელ მაღალჩინოსნებს ფხენიანის შედეგებს გააცნობს.