ფხენიანში 5 სექტემბერს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პერსპექტივებზე ისაუბრებენ
კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პერსპექტივებზე 5 სექტემბერს, ფხენიანში ისაუბრებენ. ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ესტუმრება და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პრეზიდენტის წერილს გადასცემს.
სამხრეთ კორეის სამთავრობო დელეგაციაში ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი და გაერთიანების მინისტრის მოადგილე შედიან. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ფხენიანში ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის ზუსტ თარიღს და დროს შეათანხმებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება კორეათაშორისი დეკლარაციის განხორციელებაზეც.